|
2016-03-01 14:46:59, 630 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა სასტუმროების განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პროგრამა იწყება იმ დროს , როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი სარეფორმო გეგმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. „ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოვადგინო პროექტი, რომელიც რეგიონებში სასტუმრო სექტორის განვითარებაზე, რომელსაც ეწოდება „უმასპინძლე საქართველოში“. სულ ცოტა ხნის წინ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში წარმოვადგინეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ერქვა „გადაიღე საქართველოში“. ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას. დღევანდელი პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს არის კონტექსტში საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ მზარდი რაოდენობა გვაქვს ვიზიტორების, უკანასკნელ რამოდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა და აუცილებელია ქვეყნის ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც მართლაც სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით საქართველოს რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ მათ ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას, ეს იქნება როგორც ახალი სასტუმროები, ასევე იქნება არსებული სასტუმროების გაფართოების და გაუმჯობესების პირობები. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პროგრამა იწყება იმ დროს , როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი სარეფორმო გეგმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს პროგრამა თანხვედრაშია მთლიანად მთავრობის განვითარების სტრატეგიასთან. კონკრეტულად ამ პროგრამის მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ გააფორმონ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)