|
2024-12-05 23:50:03, 439 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციელთა ფოტოსურათები დაყარეს [ვიდეო]
თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოსურათები ამობეჭდეს და მიიტანეს საკანონმდებლო ორგანოსთან, რომლებიც ხალხის დარბევაში იღებენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეებმა ფოტოები დემონსტრაციულად ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებული სამართალდამცველების წინ დაყარეს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყველა იმ პოლიციელის სახელი და გვარი გახდება ცნობილი, რომლებიც ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან. შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დღეს, 5 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. 5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. დღეს დააკავეს ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭიც. 4 დეკემბრის მონაცემებით, 3-4 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. 5 აქციის მონაწილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. დაშავებულია მედიის 50 წარმომადგენელზე მეტი. 1-ელი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 1-2 დეკემბრის მდგომარეობით, დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი შეიყვანეს. 29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)