23:33 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:03:57, 709 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

მათივე თქმით, დღეს ისინი შესაბამის უწყებებში შეიტანენ განცხადებას წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, 21 დღის შემდეგ უფლებას იტოვებენ გააჩერონ მეტროპოლიტენი.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები წინასწარ უხდიან ბოდიშს თბილისელებს. მემანქანეები ასევე მოითხოვენ, ღამის საათებში 22:00-დან 06:00-მდე სამუშაო საათები განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურდეთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics