18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 14:54:02, 374 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დაიწყეს სიების გამოქვეყნება - ჩვენ ვიმოქმედებთ, ყველას ვპირდებით

თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, „როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“.

„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლაზე არიან პასუხისმგებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics