19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 11:52:26, 401 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო“.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მცდელობას აუცილებლად გაეცემა პასუხი, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

„ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი  პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“,- განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics