|
2024-12-04 11:09:54, 429 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეების მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა. მანამდე, აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამასთან ერთად, მანამდე საპოლიციო ძალები მომიტინგეების მიმართ ე.წ. წიწაკის სპრეისა და გაზის კაფსულებს იყენებდა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, აქციის მონაწილეების მიმართულებით, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან 3 დეკემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბნენ, პოლიცია წყლის ჭავლს ეტაპობრივად იყენებდა. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-6 დღეა მიმდინარეობს. პროტესტმა თბილისი და ქვეყნის არაერთი ქალაქი და მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)