19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 23:48:50, 401 ნახვა

პოლიტიკა
სპეცრაზმმა პარლამენტის წინა პერიმეტრი გაათავისუფლა - დააკავეს რამდენიმე მომიტინგე [ვიდეო]

სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, პარალელურად აქციის მონაწილეების დაკავებებიც დაიწყო.

ამასთან ერთად, საპოლიციო ძალები იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეისა და გაზის კაფსულებს, რის შედეგადაც მოქალაქეები დაზიანდნენ.

მომიტინგეებმა მოძრაობა ოპერის მიმართულებით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, იყენებდნენ წლის ჭავლსაც.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-6 დღეა იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics