|
2024-12-03 19:53:02, 358 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება
დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება: - ამის შესახებ, პრეზიდენტიმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად. რჩება რა? რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)