21:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 09:44:00, 377 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ - სრული პროპაგანდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.

ზურაბიშვილის განცხადებით, ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“.

„ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ცნობები, თითქოს ლეგიონი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics