22:19 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 20:48:34, 390 ნახვა

პოლიტიკა
მიხელსონი - საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება

საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება,- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მიხელსონის განცხადებით, ისინი ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს.

"ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს გააკეთა განცხადება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს ზომები საქართველოს თვითგამოცხადებული მმართველების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ჩვენ ასევე ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს. საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც იყოს სამართლიანი და თავისუფალი, - წერს მიხელსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics