|
2024-12-01 12:00:50, 450 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - ტყუილია თითქოს თითქოს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. "სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, "ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს". ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას. [...] კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს" - წერია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)