00:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 04:51:41, 365 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანის გადადგომას ამერიკის ხმას ორი წყარო უდასტურებს

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია "ამერიკის ხმას" საქმეში ჩახედულმა ორმა წყარომ დაუდასტურა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ცნობა ამ ფაქტის შესახებ პირველად ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. მანამდე, თანამდებობა დატოვეს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.

28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს.

დიპლომატიური უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მოქმედ დიპლომატთა ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებაზე და ამავე პერიოდში ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics