|
2016-02-29 17:40:30, 620 ნახვა
საზოგადოება
კიდევ ერთი ემოციებით, სიკეთით და ახდენილი ოცნებებით სავსე დღე
Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს „საქართველოს ბანკმა“ და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს. თითოეული თქვენთაგანის თანადგომით გადარჩენილი - შოთა, ნიკა, ლოლიტა, ნანა, ქეთი და ვიქტორი - მოუთმენლად ელოდნენ ამ მართლაც საოცარ საღამოს. გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მათ დიდხანს გაჰყვებათ. აქვე გაწოდებთ იმ ემოციებს და შთაბეჭდილებებს, რომელიც ჩვენმა ნანიკომ გაგვიზიარა კონცერტის დასრულების შემდგომ. „ძალიან მაგარი კონცერტი იყო! ყველას ძალიან გაგვიხარდა, ძალიან მაგარი საჩუქარი იყო ჩვენთვის ყველასთვის! მადლობა სოლიდარობის ფონდს და საქართველოს ბანკს“ – ნანიკო ტუღუში. სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, მის გენერალურ დირექტორს და სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირაკლი გილაურს. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს და სოლიდარობის ფონდის კომისიის თავმჯდომარეს ნინო კობახიძეს. თქვენ, ბავშვებს აუსრულეთ ის ნატვრა, რისი ახდენისაც არ სჯეროდათ. თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 215 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. შემოგვიერთდით, სიკეთე გადამდებია. საქართველოს სოლიდარობის ფონდი
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)