03:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 21:29:38, 362 ნახვა

პოლიტიკა
როთი - ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში ანადგურებს

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში ანადგურებს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როთის განცხადებით, საქართველოში ჩაგვრაა თავისუფლების სანაცვლოდ.

„ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში“,- წერს როთი.

ეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics