|
2024-11-28 13:23:19, 473 ნახვა
სამართალი
ენმ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. როგორც გამოძევების შემდეგ ლაშა ფარულავამ განაცხადა, მოსამართლემ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილე 9 პირის, მათ შორის ლაშა ფარულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)