|
2024-11-28 11:38:23, 463 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 7 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა 7 დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" და „ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)