|
2024-11-27 13:27:36, 329 ნახვა
საზოგადოება
სონღულაშვილი - სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის პროცესების ხელშეწყობის, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, აგრარული დეფიციტური პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით აღჭურვა; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა და ასევე, წარმოებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სასათბურე მეურნეობების განვითარება; სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მათ შორის, მოსავლის ამღები) თანადაფინანსება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინმისტრონ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)