05:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 17:49:19, 481 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო - თვალ-ყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოვხატავთ

თვალ-ყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას, კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიური წარმომადგენლობა უერთდება ODIHR-ის მოწოდებას „ხელისუფლების მიმართ დიალოგში ჩართვის შესახებ“.

„დღეს თვალ-ყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას.  კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics