|
2024-11-24 12:19:18, 495 ნახვა
საზოგადოება
შსს - აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს - პოლიცია ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და პროტესტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ“. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს“.
შეგახსენებთ, დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიცია შეკრებას გეგმავს. რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა პარლამენტის სასახლისკენ, სადაც დაგეგმილია კარვების გაშლა. ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)