|
2024-11-22 10:18:16, 313 ნახვა
საზოგადოება
შამუგიამ ბაქოში შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ლიხტენშტეინის, მექსიკისა და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს უმასპინძლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტეინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს. როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. საერთაშორისო არენაზე ერთიანი პოზიციის გაჟღერება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს აქვს შესაძლებლობები, საერთო ტრიბუნიდან წარმოადგინოს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების პოზიციები.
შეხვედრაზე მინისტრებმა გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) პრიორიტეტებზე იმსჯელეს და გამოხატეს სურვილი კონფერენციის შედეგები იყოს ხელშესახები როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)