07:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 21:48:59, 396 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი ხელისუფლების სახე, რომელსაც გამარჯვებული ხალხის ეშინია

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად თქვენი ეშინია - გამარჯვებული ქართველი ხალხის,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად თქვენი ეშინია - გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომელსაც მოპარეს ხმა, მოპარეს არჩევანი. მაგრამ ვერასოდეს მოგპარავენ მომავალს...

ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც იქნება ყოველწუთიერი, ყოველწამიერი, ყოველდღიური, იქამდე, ვიდრე არ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. 

ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება მხოლდოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან. წინ გამარჯვებისკენ და წინ ხელახალი არჩევნებისკენ. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს. დავრჩეთ დღესაც და კიდევ ერთხელ ვანახოთ თუ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ.  ჩვენ ძალიან მალე, “ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს ძალიან მალე უკან დავახევინებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics