07:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 21:17:26, 438 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა

იმ ხალხს ვინც პასიურია მინდა ვუთხრა, რომ ვინც პასიურია ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა.

“ისეთი დროა, იმდენად ცხადია სად არის თეთრი, სად არის შავი, სად სიკეთე და სად ბოროტება, მინდა იმ ხალხს ვინც პასიურია დღეს ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხარ პასიური ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს...

ან ხარ აქეთ და იბრძვი ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები და გავაგრძელებ ცხოვრებას - არ არსებობს!

 ყველა, თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. თუ გვინდა რომ  ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ არჩევანი არის ორი რამეში ან ხარ აქტიური და იბძვი, ან თუ არა და სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არ გაჩერდეთ, არ დაიღალოთ. თქვენ ხართ ბოლო რწმენა თავისუფლების ამ ქვეყანაში. ეს რწმენა არ მოკლათ და გააგრძელეთ ბრძოლა. ვრჩებით აქ და ვაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics