07:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 16:37:19, 449 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა, 2 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და „ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა.

„შეთანხმების“ თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.

თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, „შეთანხმება“ ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით „პარლამენტის თავმჯდომარეს“ დღეს, 19 ნოემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics