07:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 14:39:33, 407 ნახვა

პოლიტიკა
როთი - ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ

ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი თბილისში აქციის დაშლას.

როგორც როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება.

"თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ. თვალის არიდება და დაძაბული სიტუაციის ტრივიალიზება შესაძლებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს“,- წერს როთი.

შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics