06:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 14:36:42, 700 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ესპანეთის საელჩო საქართველოში მალე გაიხსნება

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მას ესპანეთის მთავრობის პოლიტიკურ მხარდაჭერად განიხილავს.

 ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული ვიზიტით ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განსაკუთრებულ იმპულსს შეიძენს.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ახალი იმპულსი მიეცემა ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე რეგიონალურ  და საერთაშორისო ფორმატებში. ვაფასებთ მეტად ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებული იქნა მოვლინებული და ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ აქტიურად. იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო"- განაცხადა მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics