08:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 10:49:38, 422 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ - ჩვენ მივდივართ ევროპაში

ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ, ჩვენ მივდივართ ევროპაში,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. 

გვარამიას თქმით, წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა.

"დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. ჩვენ გვჭირედება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო; ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში. ამიტომ, ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ერთად დგომა და ერთმანეთის გამხნევებაა. გელოდებით აქ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით, ზოგი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ, მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics