|
2024-11-16 14:01:09, 511 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალი კუტალაძე სხვა დამნაშავეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული დაჯგუფების წევრი დავით კუტალაძე სხვა მოძალადეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მოძალადე პრორუსულ დამნაშევეებს, რუსეთთან დაახლოებული "ალტინფო" ლობირებდა. დავით კუტალაძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში რამდენიმე ათეული პირი სასტიკად გაუსწორდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - დაკავებულია მხოლოდ 5 თავდამსხმელი. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა თვალი და სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული სამედიცინო ჩარევა. ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი - შსს ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან. გარდაცვალებიდან მეორე დღეს "შუალედური ქიმიური დასკვნის" საფუძველზე უწყებამ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო. 2022 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მსჯავრდებულს ბრალი შეუმცირა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)