09:38 - 28 May, 2026
|
2024-11-14 20:47:03, 395 ნახვა
პოლიტიკა
ლუაზო - თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს - ჩვენ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს ვერ ვუწოდებთ
თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს,- ასე ეხმაურება ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც ლუაზო აღნიშნავს, ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს ვერ უწოდებს. "თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება",- წერს ლუაზო. შეგახსენებთ, მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)