09:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 00:59:28, 381 ნახვა

პოლიტიკა
ჟური რატასი - ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი

საქართველოში უბრალოდ დაკარგულია დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. -  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჟური რატასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიხარია, რომ პირველად მაქვს შესაძლებლობა ესტონეთის სახელით ვილაპარაკო. რუსეთის გავლენის გამო, საქართველოში უბრალოდ დაკარგულია დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო. საქართველო კი უფრო და უფრო შორს მიიწევს ევროპისგან. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ  ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, მაგრამ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი და არ უნდა მივატოვოთ ისინი. ჩვენ ვეღარ მივაწოდებთ საქართველოს დახმარებას, სანამ ისინი დისტანცირებას ახდენენ ჩვენგან", - განაცხადა ჟური რატასმა.  [სინქრონული თარგმანი]





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics