08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 13:45:46, 394 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი მარკ რუტეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუტემ ბლინკენს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონები უფრო და უფრო ერთიანდებიან. ის, რაც უკრაინაში ხდება, მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, უნდა გავზარდოთ თავდაცვის სფეროში წარმოება, მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს",- განაცხად რუტემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა და დღეს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს გარდა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასაც შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics