|
2024-11-12 14:49:06, 331 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია - მათ უნდათ, ხელისუფლებაში აგენტურა ჰყავდეთ
საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ამას ჩვენ ვხედავთ. ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარი არის მათი სურვილი, ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მათ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა. რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ამ დროს კი ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მილიონ ას ოცი ათასმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და განვითარებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. დედაქალაქის მერმა მედიასთან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული „გამჭვირვალობისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ „აღნიშნული კანონები ქვეყანაში რევოლუციის პრევენციისა და საზოგადოების სრულად ინფორმირების ინტერესებს ემსახურება“.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, თუმცა „ლგბტ პროპაგანდა წახალისებული ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)