10:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 13:14:52, 399 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - წესრიგის უზრუნველსაყოფად აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს

აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, "რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა".

"აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად. აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს. რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა",- განაცხადა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. 

აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics