|
2016-02-27 14:16:30, 607 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა დაათვალიერა. ღონისძიებას, მერთან ერთად, მოადგილეები ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი ესწრებოდნენ. მერიის ინფორმაციით, გზაგამტარზე პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კერძოდ: აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დამცავი ფენა. საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი ხიდისა და პანდუსებისთვის; შეიცვალა ხიდზე არსებული (ძველი) მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად გაკეთდა და გაიხსნა. მისივე თქმით, ახალი ესტაკადა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გადაადგილდნენ აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისა და დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მიმართულებით. „ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას მივეცით, გავხსენით ხიდი, რომელიც 25 წელზე მეტია გაჩერებულია. ამით ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. პირველი ის, რომ განიმუხტება მოძრაობა დიდი დიღმის შესახვევთან, ასევე პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირი იყო ავტოავარიები. ამდენად განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი და უბანი, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, მიღწევადობის თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო კომფორტული“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „ზიმომ“ შეასრულა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.188.965 მლნ ლარი დაიხარჯა. აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)