|
2024-11-09 15:20:30, 340 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა
ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დასკვნით ფაზაშია და ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრების უფლება მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.
პრემიერის თქმით, პროექტის მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სამინისტროს თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)