08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 21:22:44, 429 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ველოდებით, რომ ტრამპი უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე და ომების დასრულების მხარეს დადგება

ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე და ომების დასრულების მხარეს დადგება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მას ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ხაზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა.

"მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება",- განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics