|
2016-02-27 11:21:58, 1186 ნახვა
მსოფლიო
გაერო-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირა. რეზოლუციის თანახმად, რუსულმა და ამერიკულმა მხარემ, 27 თებერვლიდან საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. როგორც რუსული მხარე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის პოლიტიკური სახსრებით დარეგულირების გზაზე "მნიშვნელოვანი კოლექტიური ნაბიჯია". მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ რუსეთი ავიადარტყმებს სირიაში მოქმედ იმ დაჯგუფებებზე არ მიიტანს, რომლებიც ე.წ. ზომიერ ოპოზიციას წარმოადგენენ. როგორც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის წარმომადგენელმა, სტეფანა დე მისტურუმ განაცხადა, თუ რუსეთი და აშშ რეზოლუციის პირობებს ბოლომდე მიჰყვებიან, კონფლიქტების მოსაგვარებელი მორიგი შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)