08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 15:40:19, 458 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების ყველაზე პოპულარული პარტიის ლიდერი ებრაელებზე პოგრომის მონაწილეების სასწრაფო დეპორტაციას ითხოვს

მემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერმა (რომელმაც ბოლო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა) გერტ ვილდერსმა ისრაელებზე თავდასხმებში მონაწილე პირების დეპორტაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გავხდით ევროპის ღაზა. მუსლიმები პალესტინის დროშებით ნადირობენ ებრაელებზე. მე ამას არ მივიღებ. არასოდეს. ხელისუფლება პასუხს აგებს იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ისრაელის მოქალაქეები“, - თქვა მან. და მან ამსტერდამის მერს გადადგომისკენ მოუწოდა.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ ისრაელის მთავრობამ უარი თქვა IDF-ის სამაშველო მისიის გაგზავნაზე ნიდერლანდებში. პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეფასების შემდეგ და ოფიციალური პირების რჩევით, „გადაწყდა, რომ არ იყო საჭირო პროფესიონალური სამაშველო მისიის ჰოლანდიაში გაგზავნა“. სამაგიეროდ, ძალისხმევა მიმართული იქნება სამოქალაქო ფრენებზე, რათა ისრაელები სახლში დაბრუნდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გედეონ საარი უახლოეს საათებში ჰოლანდიაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics