|
2024-11-08 14:42:22, 377 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - წმინდა ილია მართალი ზეციური საქართველოდან ხარობს იმის შემყურე, რომ თავის მამულს დაცულსა და დამოუკიდებელს ხედავს
დარწმუნებული ვარ, წმინდა ილია მართალი ზეციური საქართველოდან იყურება და ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულსა და დამოუკიდებელს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, “ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - ის არსი გამოეხატა, რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“.
პაპუაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ “საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე ახალ სიმაღლეზე აიყვანოს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)