09:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 17:49:29, 394 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას, სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ

სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას, სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპას ძლიერი ამერიკა და ამერიკას ძლიერი ევროპა სჭირდება.

"კონცეფცია "მშვიდობა ძალის მეშვეობით" უკვე გამოცდილია და ახლა იგი აუცილებელია. სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას, სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. გუშინ მე პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პროდუქტიული საუბარი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა კიდევ გაძლიერდება. სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას და ამერიკას ძლიერი ევროპა სჭირდება. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დაფასდეს და მისი დაკარგვა არ შეიძლება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics