10:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-02 10:18:21, 384 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ პუატიეში მომხდარი სროლის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 3 მოზარდის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.

“რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე შეიარაღებული პირი გამოვიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებაში ჩართული მხარეები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა“,- განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიოსმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics