|
2024-11-01 12:51:46, 474 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი - საქართველოს ტურისტული სექტორი პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან გამოვიდა და განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას - 3,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ნადარეიშვილის თქმით, ასევე რეკორდულია ცალკე აღებული მესამე კვარტლის მონაცემი, სადაც 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაგენერირდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2024 წლის მესამე კვარტლის შემოსავლების ზრდა 39 პროცენტია, ხოლო გასული წლის მესამე კვარტალში მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში 8 პროცენტით მეტია. მისივე განცხადებით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული სამი კვარტლის ჯამური შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით არის გაზრდილი. “მნიშვნელოვანია შემოსავლების სტრუქტურის დინამიკა, სადაც პირველ 3 კვარტალში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამაში იგულისხმება დიდი ბრიტანეთიც - ეს არის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 20% ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს და თითქმის 7% - ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გაზრდილია სხვა მნიშვნელოვანი ბაზრებიდან შემოსავლები, მაგალითად, ეს არის ისრაელი თითქმის 25%-იანი ზრდით გასულ წელთან შედარებით, ასევე საუდის არაბეთი, სადაც დაახლოებით 22%-ით გვაქვს ზრდა და ა.შ“,- განაცხადა ნადარეიშვილმა.
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)