12:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 17:11:56, 341 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი - საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები - ეს აშშ-ის ინსტიტუტზე თავდასხმაა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ატლანტიკური საბჭოს" ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის საბანკო ანგარიშების გაყინვას გამოეხმაურა.

ჯო უილსონის განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა.

"საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკა. ისინი არიან "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს. თუ ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა აცადოს მკვლევრებს, გააკეთონ თავიანთი სამუშაო რეპრესიების შიშის გარეშე. ჩვენი "მეგობარი აქტი" დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს",- ნათქვმია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა 24 ოქტომბერს ჩატარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics