13:33 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 14:35:05, 350 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან, მიხაი ვარგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრლო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics