|
2024-10-23 14:09:23, 327 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა
მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ოცდახუთი თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. "შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და სრულად ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო. პირობების შექმნას ისახავს მიზნად. მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ნიკოლოზ ჩიქოვანთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ანტონ ობოლაშვილთან და სამველ მანუკიანთან ერთად იმყოფებოდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)