|
2024-10-18 18:16:30, 300 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. "საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სადამკვირვებლო მისიებთან, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ყველა მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა და მათი დროული ინფორმირება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ვისაუბრე უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენაზე. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ადმინისტრაცია ყველანაირ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ. თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება. 18 ოქტომბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)