|
2024-10-18 15:29:11, 332 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს. "მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედროებს ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უწყება თავდაცვის ძალების მზადყოფნის, თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფის, სამხედროების დაფასებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევას და მათ, სამხედროებთან ერთად, ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს. საიუბილეო ღონისძიებაზე მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების ოჯახის წევრებსა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც უმასპინძლეს. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ნაწილის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)