15:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 11:41:03, 298 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გახსნა

ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა  და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან.

ფორუმში, 200- ზე მეტმა სამუშაოს  მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. 

დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწორიამ. 

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნესსექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის - კადრების დეფიციტის მოგვარებაა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics