12:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 13:28:40, 358 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ხელისუფლებამ Lufthansa-ს რეკორდული 4 მილიონი დოლარით დააჯარიმა ებრაელების დისკრიმინაციისთვის

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 4 მილიონი დოლარით დააჯარიმა ებრაელების დისკრიმინაციისთვის. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ეს არის აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ ოდესმე დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმა.

ინციდენტი 2022 წლის მაისში მოხდა მგზავრებთან, რომლებიც ნიუ-იორკიდან ბუდაპეშტში მიემგზავრებოდნენ ფრანკფურტში გადაყვანით. 128 მგზავრს, "რომელთა უმეტესობას ეცვა ორთოდოქსი ებრაელი კაცებისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ტანსაცმელი", ხელი შეუშალა გერმანიაში დამაკავშირებელ რეისზე ასვლას.

ავიაკომპანიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ნიუ-იორკიდან ფრანკფურტის მიმართულებით ფრენის დროს, ორთოდოქსი ებრაელების ფორმაში ჩაცმული რამდენიმე მგზავრმა უარი თქვა ეკიპაჟის მითითებების შესრულებაზე. ტრანსფერის დროს ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს დამრღვევების იდენტიფიცირება და არ უშვებდნენ ბორტზე ვინმეს, ვისაც თვლიდნენ ებრაელად.
აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ ადამიანებიდან ბევრი არ იცნობდა ერთმანეთს და ცალ-ცალკე მოგზაურობდა. თუმცა, მსხვერპლებმა უთხრეს აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას, რომ მათ ექცეოდნენ, როგორც ერთ ჯგუფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics