16:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 12:05:40, 291 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს.

"საქართველოს აკვაკულტურის განვითარებას დიდი პოტენციალი  აქვს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ლაბორატორიული სფეროს გაფართოება, რაც გულისხმობს შესაძლებლობების გაძლიერებას და ახალი კვლევების დანერგვას. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში აკვაკულტურის სფეროს განვითარების მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დროული ნაბიჯები გადადგა და აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესოპერატორებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროს შვიდი ახალი მეთოდი დაემატა. 

კვლევათა ნუსხას დაემატა: 

• თევზის ენტერალური წითელი პირის; 

• ლაქტოკოკოზის (სტრეპტოკოკოზი); 

• ვაგოკოკოზის; ფურუნკულოზის; 

• თირკმლის ბაქტერიოლოგიური დაავადების; 

• ლაყუჩის ბაქტერიოლოგიური დაავადებისა და 

• ფლავობაქტერია spp-ს დიაგნოსტიკა.

დღეისათვის ლაბორატორიაში შესაძლებელია თევზის ოცამდე დაავადებებზე ჩატარდეს კვლევები.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა რაც ვლინდება ლაბორატორიული მომსახურების სფეროს გაფართოებაში. ასევე, მიმდინარეობს რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება რეგიონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics