|
2024-10-14 15:59:10, 319 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს
უსამშობლო ადამიანები არიან,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. მისი განმარტებით, “მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს“. “ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის მნიშვნელობა არ იციან. ყველანაირად წყალწაღებული ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს“,- განაცხადა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)